დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების მიერ 60-დოლარიანი ფასის ლიმიტის დაწესებისა და ევროკავშირის მიერ საზღვაო ემბარგოს ამოქმედების ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ბარელი რუსული ნავთობის ფასი 62 დოლარამდე შემცირდა.
დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება Brent-თან მიმართებითაც, რომლის შეძენაც ამჟამად 83 დოლარადაა შესაძლებელი, ხოლო ბარელი WTI-ს ფასი 77 დოლარს შეადგენს.
რუსული Urals-ის 3%-იანი გაუფასურება სწორედ იმ ფაქტორითაა განპირობებული, რომ დასავლური სახელმწიფოები მასში 60 დოლარზე მეტს არ გადაიხდიან, ინდოეთი, ჩინეთი და თურქეთი კი მას ისედაც ფასდაკლებით ყიდულობდნენ, შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე უკვე აღარ არის დარჩენილი ისეთი მყიდველი, რომელსაც Urals-ში 60 დოლარზე მეტის გადახდა სურდეს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე Brent-ისა და Urals-ის ფასები პრაქტიკულად იდენტური იყო, 24 თებერვლის შემდეგ კი მათ ფასებს შორის 20-30-დოლარიანი სხვაობა გაჩნდა, რაც სწორედ იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა Urals-ის შესყიდვა შეწყვიტეს, რუსეთს კი საკუთარი ნავთობის აზიურ სახელმწიფოებზე გაყიდვა მოუწია, თანაც დიდი ფასდაკლებით.
ენერგეტიკულ ბირჟაზე არსებული ვითარება განსაკუთრებით ხელსაყრელია საქართველოსთვის, რადგან რუსული ნავთობის გაიაფება ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების შემცირებასაც შეუწყობს ხელს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება