28.მარტი .2022 17:13

EU-ს გაზს უფასოდ ვერ მივაწვდით - რუსეთი გაზის საფასურის რუბლში გადახდას ითხოვს

EU-ს გაზს უფასოდ ვერ მივაწვდით - რუსეთი გაზის საფასურის რუბლში გადახდას ითხოვს
views 488
უკან

რუსეთის ხელისუფლება კვლავაც აცხადებს, რომ რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდის სისტემაზე მუშაობენ. საუბარია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ჯერ კიდევ წინა კვირაში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ “არამეგობრულმა” ქვეყნებმა გაზის საფასური რუსეთის ეროვნულ ვალუტაში უნდა გადაიხადონ.

როგორც Reuters წერს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, მთავრობამ და სახელმწიფო კომპანია გაზპრომმა 31 დეკემბრამდე პუტინს რუბლში თანხის გადახდის წინადადებები უნდა წარუდგინონ.

“უფასოდ გაზის მიწოდებას არ ვაპირებთ,” - განაცხდა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა და დაამატა, რომ ამ სიტუაციაში რაიმე “ქველმოქმედებაში” ჩართვა რთულად შესაძლებელი იქნება.

რუსეთის რუბლში გადახდის მოთხოვნას გასულ კვირას გერმანიის ფინანსთა მინისტრი გამოეხმაურა და გერმანულ ენერგეტიკულ კომპანიებს ურჩია რუსული გაზის საფასური რუბლში არ გადაიხადონ. გასულ კვირაში იტალიის მთავრობამაც განაცხადა, რომ გაზის საფასურის ევროში გადახდას აგრძელებენ.

თავის მხრივ ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავს. ამ მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს მიმდინარე წელს 15 მილიარდი კუბური მეტრის თხევადი ბუნებრივი გაზის აშშ-გან შესყიდვაზე. Reuters წერს, რომ გასულ წელს რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით 155 მილიარდი კუბური მეტრის ექსპორტი განახორციელა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა