მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს კითხვარი უკვე მოლდოვამაც შეავსო

6262805ea123c
შოთა ტყეშელაშვილი
22.04.22 14:30
2762
დღეს მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსება დაასრულა. ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ შევსებული კითხვარი მოლდოვაში ევროკავშირის ელჩ იანის მაჟეიკსს გადასცა.

კითხვარის შევსება 17 აპრილს დაასრულა უკრაინამაც. 

11 აპრილს ევროკომისარმა ოლივიე ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადასცა. 15 აპრილს საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროვა 369 კითხვისგან შემდგარი დოკუმენტის პირველი ნაწილი.

თავის მხრივ, 369 კითხვა ასობით ქვეკითხვად იყოფა, რომელზეც საქართველოს მთავრობამ ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს. 

მათ შორის განსაკუთრებით კრიტიკულია 75-დან 135-მდე კითხვები, რაც მთლიანობაში მერვე ანუ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების თავს აერთიანებს. ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან და შეყოვნებულ რეფორმებთან მიმართებით თავად EU-ს არაერთხელ აქვს პოზიცია დაფიქსირებული.