ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობას პარლამენტთან ერთად მუშაობა მოუწევს. ასე უპასუხა დავითაშვილმა BMG-ის კითხვას, აპირებს თუ არა მთავრობა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფი შექმნას, როგორც ეს კითხვარის შევსების პროცესში მოხდა.
“იცით, რომ ასოცირებით განსაზღვრული პირობების და ინდიკატორების შესრულების კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა. საკანონმდებლო დაახლოების კუთხით 50%-ზე მეტია განხორციელებული. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ საქართველოში რეფორმები თანმიმდევრულად ხორციელდება და ეს კვლავ გაგრძელდება. დამატებითი პირობები, რომლებიც სამივე ქვეყნის შემთხვევაში ერთნაირად განისაზღვრა ჩვენი მხრიდან აუცილებლად შესრულდება. ამას მთავრობის ხელმძღვანელი უხელმძღვანელებს, თუმცა მჭიდრო კოორდინაცია პარლამენტთან მნიშვნელოვანია. ამ რეფორმების დიდი ნაწილი საკანონმდებლო გადაწყვეტას გულისხმობს. თუ ამას რაიმე ფორმალიზება დასჭირდება, ფორმაზე ჩამოვყალიბდებით”,-აცხადებს დავითაშვილი.
უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის საქართველომ 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს. მოთხოვნები გულისხმობს სასამართლოს რეფორმებს, დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებას, ომბუდსმენად დამოუკიდებელი ადამიანის დანიშვნას და სხვა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი