მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს ქვეყნებმა ევროკომისიის მიერ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას განაცხადების შეფასების დაწყებას მხარი დაუჭირა

62264e146673d
BM.GE
07.03.22 22:26
1544
ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი ბრიუსელში (COREPER) დათანხმდა დაავალოს ევროკომისიას გამოთქვას თავისი აზრი უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების შესახებ - წერს ევროკავშირის საბჭოს საფრანგეთის თავმჯდომარეობა Twitter-ზე.

„COREPER დათანხმდა ევროკომისიას მიანდოს მოსაზრება ევროკავშირში გაწევრიანების თითოეულ განაცხადზე, რომელიც წარდგენილია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიერ“, - ნათქვამია საფრანგეთის წარმომადენლობის განცხადებაში, რომელიც დღეს საღამოს გამოქვეყნდა.

კომიტეტმა ასევე დაავალა პროცედურის დაწყება ევროკავშირის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების პროექტების დასამტკიცებლად ევროკომისიის მოსაზრების მოთხოვნით.

იმავდროულად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოითხოვს, რომ უკრაინის განაცხადი ევროკავშირში დაჩქარებული წევრობის შესახებ განიხილებოდეს საქართველოსა და მოლდოვისგან განცალკევებით.

„ჩვენი ქართველი და მოლდოველი პარტნიორების მიმართ პატივისცემის მიუხედავად, მოლდოვასა და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადების წარდგენა ახლა ჰგავს მცდელობას, მიაბან თავიანთი ორი ვაგონი მაღალსიჩქარიან უკრაინულ მატარებელზე, რომელიც მიემართება ბრიუსელში. ვფიქრობ, რომ უკრაინის განაცხადი ევროკავშირის დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ საქართველოსა და მოლდოვის განაცხადებისაგან განცალკევებით უნდა განიხილებოდეს“, - განუცხადა კულებამ ორშაბათს ჟურნალისტებს.

ამასთან, მან სინანული გამოთქვა, რომ ჯერჯერობით არც საქართველო და არც მოლდოვა არ უჭერდნენ მხარს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს. „ასეთი პოზიცია არ შეესაბამება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას პარტნიორულ ურთიერთობებს“, - განაცხადა კულებამ.

საქართველომ და მოლდოვამ EU-ს წევრობაზე განაცხადი 3 მარტს შეავსეს.