06.აპრილი .2021 23:30

EU-ს რომელ ქვეყნებში ეძებენ ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციას ონლაინ ყველაზე აქტიურად?

EU-ს რომელ ქვეყნებში ეძებენ ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციას ონლაინ ყველაზე აქტიურად?
views 154
უკან

2020 წლის ბოლო სამი თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ორი მოქალაქიდან ერთი მაინც აქტიურად იყენებდა ონლაინ სივრცეს ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროსტატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

ევროსტატის მიხედვით, ჯანდაცვის ციფრული პლატფორმის მომხმარებელთა ასაკი 16-74 წლამდე მერყეობს, რაც მოსახლეობის დაახლოებით 55%-ს წარმოადგენს. ამასთან, ევროსტატი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის ციფრული პლატფორმის მოხმარება 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 2019 (53%) წელთან შედარებით.

ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები მოქალაქეების 20% აცხადებს, რომ მათ კონსულტაციები პრაქტიკანტ ექიმთთან ინტერენტის მეშვეობით გაიარეს, ხოლო მოსახლეობის 13%-ზე ნაკლებმა სამედიცინო კონსულტაციები სპეციალური ვებ-გვერდებისა და აპლიკაციების მეშვეობით მიიღო.

ევროსტატის ინფორმაციით, ჯანდაცვის ციფრული პლატფორმის გამოყენების მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით იცვლება. 2020 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფინეთში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის 77%-მა გამოიყენა ჯანდაცვის ციფრული პლატფორმა, ფინეთის შემდეგ მეორე ადგილს ნიდერლანდები იკავებს 76%-ით, ნიდერლანდების შემდეგ კი მოდის დანია 72%-ით, ხოლო მეოთხე ადგილზე გერმანიაა -70%-ით.

ჯანდაცვის ციფრული პლატფორმის მოხმარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რუმინეთში გამოვლინდა - 28%; ბულგარეთში - 29%, იტალიაში - 35% და პოლონეთში - 43%.

ევროკავშირის TOP-15 ქვეყანა, სადაც ყველაზე აქტიურად იყენებენ ონლაინ სივრცეს ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად:

1. ფინეთი
2. ნიდერლანდები
3. დანია
4. გერმანია
5. ესპანეთი
6. შვედეთი
7. მალტა
8. უნგრეთი
9. ჩეხეთი
10. ესტონეთი
11. ხორვატია
12. სლოვენია
13. ლიეტუვა
14. ავსტრია
15. სლოვაკეთი