17.მაისი .2022 00:37

EU-ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევია - ბორელი

EU-ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევია - ბორელი
views 737
უკან

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირს ჯერ არ მიუღწევია  რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესების შესახებ შეთანხმებისთვის, რომელიც რუსული ნავთობის ემბარგოს ითვალისწინებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

„სამწუხაროდ, დღეს შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა“, - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს.

თუმცა მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევის მხარდასაჭერად იარაღის შესყიდვისთვის დამატებითი 500 მილიონი ევროს გამოყოფა გადაწყვიტეს.