მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს სამნაწილიანი გეგმა: ევროპა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დასრულებას 2027 წლისთვის ისახავს მიზნად

6285344c36261
თამთა ჯიჯავაძე
18.05.22 22:05
889
ევროკავშირი რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დასრულებას 2027 წლისთვის ისახავს მიზნად. BBC-ის ცნობით, როგორც ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, ევროკავშირში რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლების სამმხრივი მიდგომა არსებობს: სხვა მომმარაგებელ ქვეყნებზე გადართვა, განახლებადი ენერგიების გამომუშავების დაჩქარება და ენერგორესურსების შენახვის მიზნით უფრო მეტი მცდელობები.

ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირი გეგმას 210 მლრდ ევროთი დააფინანსებს, როგორც გრანტების, ასევე სესხების სახით, რათა ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზსა და ნავთობზე 2027 წლამდე დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ამჟამად ევროკავშირს გაზის 40%-ით, ხოლო ნავთობის 27%-ით ამარაგებს.