19.ივლისი .2022 23:21

EU-სა და უკრაინას შორის 1 მლრდ ევროს მაკროფინანსური დახმარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

EU-სა და უკრაინას შორის 1 მლრდ ევროს მაკროფინანსური დახმარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
views 527
უკან

ევროკავშირსა და უკრაინას შორის 1 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შესახებ მემორანდუმს ხელი მოეწერა. ამის შესახებ „ტვიტერზე“ ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი წერს.

„უკრაინისთვის მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარებისთვის, ევროკავშირის სახელით, ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა.

ეს თანხა გადაირიცხება ივლისის ბოლოს უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად. უკრაინის ეკონომიკა ომშია და ევროკავშირი აქ არის დასახმარებლად“, – წერს „ტვიტერზე“ ვალდის დომბროვსკისი.