მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU საქართველოს თავდაცვის მხარდასაჭერად €30 მლნ-ის დახმარების პაკეტის გამოყოფს

6453b2a8962ef
მარიამ ვარადაშვილი
04.05.23 17:29
553
დღეს ევროპის საბჭომ საქართველოს თავდაცვის სექტორისთვის 30 მლნ ევროიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. როგორც საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, გამოყოფილი დახმარება გააუმჯობესებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

“დახმარების ახალი პაკეტით ვაგრძელებთ საქართველოსა და მოლდოვის შეიარაღებული ძალების მოდერნიზების მხარდაჭერას. ორივე ქვეყნისთვის დახმარების ეს პაკეტი მესამეა ევროპის სამშვიდობო ფონდის [EPF] ფარგლებში. ეს ნათლად უსვამს ხაზს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ”,-ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოსთვის დამტკიცებული 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მოიცავს 36-თვიან პერიოდს და დააფინანსებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა და სერვისების დაფინანსებას, მათ შორის ტექნიკურ წვრთნას, სადაც ეს მოთხოვნილი იქნება.