მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ში, აშშ-ში, ჩინეთში, თურქეთში, რუსეთში საქართველოს ექსპორტი გაიზარდა

60a4dc99ce8a8
შოთა ტყეშელაშვილი
19.05.21 13:29
851
2021 იანვარ-აპრილში საქართველოს ექსპორტმა 1.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 19.6%-ით აღემატება. სტატისტიკის თანახმად, საქართველოს ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირში, აშშ-ში, ჩინეთში, რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში. წელს ევროკავშირში საქართველოს ექსპორტმა $276 მილიონი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 55%-ით მეტია. ამ მაჩვენებლით EU-მ საქართველოს მთლიან ექსპორტში 23%-იანი წილი დაიკავა.

2021 წლის პირველ 4 თვეში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთი იყო:

1. ჩინეთი - $198.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 53%;
2. რუსეთი - $159.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26.8%;
3. აზერბაიჯანი - $152.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 2.6%;
4. თურქეთი - $104.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 65%;
5. უკრაინა - $97.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 61%;
6. ბულგარეთი - $85.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 23%;
7. სომხეთი - $53.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 2.7%;
8. აშშ - $38.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 15.4%;
9. უზბეკეთი - $24 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 12.5%;
10. შვეიცარია - $23.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 27.2%
11. სხვა დანარჩენი ქვეყნები - $261.5 დოლარი, ზრდა წინა წელთან 18.2%.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყანა წელს ჩინეთია, სადაც ექსპორტის ზრდა ძირითადად სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტის მატებამ განაპირობა. საქართველოს ექსპორტი ჩინეთში $198.6 მილიონი იყო, აქედან $164.7 მილიონი დოლარი სწორედ სპილენძის მადნების ექსპორტს წარმოადგენდა. ჩინეთში ამ საქონლის ექსპორტი წელს 52%-ით გაიზარდა.

უფრო ვრცლად ექსპორტირებული საქონლის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე:

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის TOP-10