01.ივლისი .2022 20:40

EU-ში გაწევრიანებისთვის წლები და ათწლეულები არ უნდა დაგვჭირდეს - ზელენსკის მოწოდება მთავრობას

EU-ში გაწევრიანებისთვის წლები და ათწლეულები არ უნდა დაგვჭირდეს - ზელენსკის მოწოდება მთავრობას
views 555
უკან

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის წლები და ათწლეულები არ უნდა გახდეს საჭირო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მან უკრაინის მთავრობას და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აქტიურად მუშაობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ევროკავშირში შესვლისთვის მოსამზადებლად ისევე ინტენსიურად და იმავე პასუხისმგებლობით, როგორც კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის ვიმუშავეთ. ჩვენ ეს გზა სწრაფად უნდა გავიაროთ“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ოდესაზე თავდასხმამ ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა.

ცნობისთვის, გასულ კვირას უკრაინას და მოლდოვას ევროკომისიამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. საქართველოს კი კანდიდატობის პერსპექტივა.