მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ში გაწევრიანებისთვის ყველა უწყება კოორდინირებულად მუშაობს - ღარიბაშვილი

6267c8872f704
მარიამ იზორია
26.04.22 14:32
486
ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

როგორც bm.ge-ს მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღარიბაშვილმა ელჩთან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი განიხილა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემა ევროკავშირთან ურთიერთობის ახალი ეტაპია.

მისივე განმარტებით, პროცესის მოკლე ვადაში დასრულების მიზნით ყველა უწყება კოორდინირებულად მუშაობს და ამას პირადად აკონტროლებს.

შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრეს, პრმიერმა კი უკრაინისამდი პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.