თევზის მწარმოებლები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ პროდუქტი ევროპაში გაიტანენ, 5-ს არ ასცდა, - ამის შესახებ სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა განაცხადა.
მან პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტზე აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე“ შედეგები წარადგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
„ევროპასთან მიდის მუშაობა, რომ თევზის, მოლუსკები და ზოგადად ქართული აკვაკულტურისთვის ბაზარი გაიხსნას. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ აქტიურად და განისაზღვრა, თუ რა კვლევები უნდა დაინერგოს საქართველოში, რომ ევროკავშირის საზღვრები გაიხსნას ჩვენთვის. გამოიკვეთა კვლევები, რომლის ნაწილში ამაყად ვართ და ყველაფერი დანერგილი გვაქვს, თუმცა არის კვლევები, რომელსაც სჭირდება ცოტა ისეთი ძლიერი კვლევები, რაც დღეისთვის არ გვაქვს. თევზის მწარმოებლები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ პროდუქტს ევროპაში გაიტანენ, 5-ს არ ასცდა. ე.ი. წელიწადში გვექნება 5 კვლევა, 5 ნიმუში და ვფიქრობ, ამისთვის არამიზანშეწონილია ვიყიდოთ მილიონნახევრიანი ხელსაწყო და პლიუს ყოველწლიურად 50 ათას ლარის სერვისი გავუკეთო “, - განაცხადა გულედანმა.
მან მაგალითად მოიყვანა ლატვიის ლაბორატორია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მსგავსი ქვეყნებისთვის ერთგვარ ლაბორატორიულ ჰაბს წარმოადგენს, თუმცა გულედანის განმარტებით, ისიც კი კონკრეტულ პარამეტრზე ნიმუშებს გერმანიაში გზავნის, რადგან მისი გაკეთება ძალიან ძვირი ჯდება.
„მეწარმეების ნაწილს რომ არ ეგონოს, რომ ჩვენ ვუძვირებთ მომსახურეობას, თავად ვაკავშირებთ ლაბორატორიებთან ევროპაში.
მაქსიმალურად ვცდილობთ კომფორტში ვამყოფოთ ჩვენი ექსპორტიორები, მეწარმეები, რომ საქართველოდან ამა თუ იმ პროდუქციის გაგზავნას ხელი არ შეეშალოს“, - განმარტა გულედანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო