მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ში ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასი ბულგარეთშია, ყველაზე მაღალი ლუქსემბურგში - €2 257

61f3ef8b22714
შოთა ტყეშელაშვილი
28.01.22 23:58
3813
მინიმალური ხელფასების შესახებ კანონმდებლობა სხვადასხვა სახით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. ევროსტატმა გამოაქვეყნა მიმოხილვა თუ რა მოცულობის მინიმალური ხელფასებია 2022 წლის იანვრის მდგომარეობით ევროკავშირის 27 ქვეყანაში. ამჟამად EU-ს წევრებს შორის ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასი ბულგარეთშია და 332 ევროს შეადგენს, ყველაზე მაღალი კი ლუქსემბურგგში და 2 257 ევროა.

მინიმალური ხელფასები ევროკავშირის ქვეყნებში:

● ბულგარეთი - 332 ევრო;
● ლატვია - 500 ევრო;
● რუმინეთი - 515 ევრო;
● უნგრეთი - 542 ევრო;
● ხორვატია - 624 ევრო;
● სლოვაკეთი - 646 ევრო;
● ჩეხეთი - 652 ევრო;
● ესტონეთი - 654 ევრო;
● პოლონეთი - 655 ევრო;
● ლიტვა - 730 ევრო;
● საბერძნეთი - 774 ევრო;
● მალტა - 792 ევრo;
● პორტუგალია - 823 ევრო;
● სლოვენია - 1 074 ევრო
● ესპანეთში - 1 126 ევრო;
● საფრანგეთი - 1 603 ევრო;
● გერმანია - 1 621 ევრო;
● ბელგია - 1 658 ევრო;
● ნიდერლანდები 1 725 ევრო;
● ირლანდია - 1 775 ევრო;
● ლუქსემბურგი - 2 257 ევრო.

საქართველოში 2021 წლის მდგომარეობით, საშუალო ხელფასი 1,328 ლარს შეადგენს, რაც ეროვნულ “მინიმალურ ხელფასთან” ანუ 20 ლართან შედარებით ზუსტად 66.4-ჯერ მაღალია, ეს კი ნიშნავს იმას, რომ იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა ზოგადად მინიმალური ხელფასის შესახებ რაიმე ჩანაწერი, თავად შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე შექმნილია ვითარება, რომ დასაქმებულთა საშუალო შემოსავალი გაცილებით მეტია, ვიდრე “მინიმალური ხელფასი.”

რა მოხდება მაშინ, თუ ოფიციალურ მინიმალურ ხელფასად 200-300 ლარი დადგინდა?

იმის გამო, რომ მინიმალური ხელფასი, როგორც წესი, ყველაზე დაბალ საშემოსავლო ჯგუფებს ეხება, ეკონომიკურად ყველაზე დიდი გავლენა მას სწორედ სოციალურად მოწყვლად ფენებზე ექნება.

საქართველოში 300 ლარზე ნაკლები ანაზღაურება (წლიურად 3600 ლარზე ნაკლები შემოსავალი) 393,000 მოქალაქეს აქვს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 10%-ზე მეტს შეადგენს.

შესაბამისად, მინიმალური ხელფასის შესახებ ცვლილებების შეტანა მოქალაქეთა 10%-ზე პირდაპირ გავლენას მოახდენს.

დამსაქმებლების ნაწილი იძულებული გახდება, რომ საკუთარი სამუშაო ძალა შეამციროს, რაც უმუშევრობის პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს.

მინიმალური ხელფასის კიდევ ერთი ეფექტი არაფორმალური სექტორის ზრდა იქნება. იმის გამო, რომ დამსაქმებელი ოფიციალურ კონტრაქტში პირობითად, 300 ლარზე ნაკლებ ხელფასს ვერ ჩაწერს, ამ კატეგორიის დასაქმებულების ნაწილი არაფორმალურ სექტორში გადაინაცვლებს, რის შედეგადაც: 1) სახელმწიფო მათი საშემოსავლო გადასახადის საბიუჯეტო შემოსავალს დაკარგავს; 2) ოფიციალური კონტრაქტის არარსებობის პირობებში, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის ხარისხი გაუარესდება.

იმის გამო, რომ ათასობით ბიზნესს დასაქმებულთა ანაზღაურების საკანონმდებლო მოთხოვნებით დადგენილ ნორმასთან გათანაბრება დაევალება, ამას ამ ბიზნესების ხარჯების ზრდა მოჰყვება, რასაც კერძო კომპანიები საკუთარ სარეალიზაციო ფასებში ასახავენ, ეს კი ფასებსა და ინფლაციაზეც აისახება, რაც ყველაზე მძიმე ტვირთად ისევ მოსახლეობის მოწყვლად ფენას დააწვება.