მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვერცხზე დეკემბერში მომატებული ფასი დახლზე იანვარში აიასახა -”კუმისი”

63e3a693107c7
ლიკა გურაბანიძე
09.02.23 09:31
919
კვერცხის მწარმოებელ კომპანია “კუმისში” ამბობენ, რომ პროდუქტზე 2022 წლის დეკემბერში 6%-ით მომატებული ფასები დახლებზე იანვარში  აისახა.

როგორც bm.ge-ს “კუმისის” მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორმა გოგიტა მაისურაძემ განუცხადა, კვერცხის გასაყიდი ფასის კორექტირება ინდუსტრიაში არსებულ მაღალ რისკებზეა დამოკიდებული.

“შესასყიდი ფასების ნაწილში, ჩვენს სექტორში ერთმნიშვნელოვნად ყველაფერი კარგად არ არის. ფინანსურ შეღავათებს ყოველთვის ვაკეთებთ და გაზრდილი ფასი მომხმარებლებზე მაშინვე არ აისახება ერთთვიან, ან თვენახევრიან გარდამავალ ვადას ყოველთვის ვიღებთ”, - განმარტა გოგიტა მაისურაძემ.

მისივე თქმით, ფასების კორექტირება უახლოეს მომავალში არ იგეგმება, რადგან 2023 წელს 2022-თან შედარებით, უკეთესი მოლოდინები აქვთ.

საქსტატის მონაცემებით, იანვარში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა. ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათის გაძვირებამ მოახდინა, სადაც წლიურ ჭრილში ფასები 15%-ით არის გაზრდილი. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (26.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (22.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (17.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (16.5 პროცენტი), თევზეული (13.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4.7 პროცენტი).