მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU უკრაინას წლის ბოლომდე 18 მლრდ ევროს დახმარებას გამოუყოფს

6368adc241f04
მარიამ ვარადაშვილი
07.11.22 11:09
425
2023 წლის ბოლომდე ევროკავშირი უკრაინას 18 მილიარდის ევროს მოცულობის დახმარებას გამოუყოფს. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დახმარება უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ფინანსური დახმარება ყოველთვიურად 1.5 მილიარდი დოლარი იქნება, რაც ჯამში, წლიურად 18 მილიარდ ევროს შეადგენს. გამოყოფილი თანხით მომავალ წელს უკრაინა ბაზისური მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებს.

„დახმარება უკიდურესად შეღავათიანი გრძელვადიანი სესხების ფორმით იქნება. ის ასევე საპროცენტო ხარჯებსაც დაფარავს, რაც ხელს შეუწყობს უკრაინაში რეფორმების განხორციელებას, რომლებიც ევროკავშირის წევრობის გზაზე აუცილებელია”, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

სატელეფონო საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა მარცვლეულის კორიდორთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც უკრაინის ოთხი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტი ხორციელდება.