მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

6218601693204
თელარა გელანტია
25.02.22 08:45
1435
ევროკავშირი უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი უსრულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“ წერს, სანქციების პაკეტი რამდენიმე სექტორს მოიცავს. ესაა: საფინანსო, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორები. ასევე, მისი თქმით, სავიზო შეზღუდვები წესდება რუსული ელიტის წარმომადგენლებისთვის.

„პირველ რიგში, ეს პაკეტი მოიცავს ფინანსურ სანქციებს, რომლებიც შეეხება რუსეთის საბანკო ბაზრის 70%-ს და ძირითად სახელმწიფო კომპანიებს, მათ შორის თავდაცვის სფეროში.

მეორე - ჩვენი სამიზნეა ენერგეტიკული სექტორი, რომელიც მნიშვნელოვანი ეკონომიკური სფეროა და განსაკუთრებით სარგებლის მომტანია რუსეთისთვის. ჩვენი ექსპორტის აკრძალვა ნავთობის სექტორს დააზარალებს; 2019 წელს აქედან რუსეთს 22 მლრდ დოლარის შემოსავალი ჰქონდა.

 ჩვენი შეზღუდვების მესამე ნაწილი რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავებისა და აღჭურვილობის მიყიდვის აკრძალვა.

მეოთხე - ვზღუდავთ რუსეთის წვდომას მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე.

და ბოლოს ვიზები - დიპლომატებს და მათთან დაკავშირებულ ჯგუფებს და ბიზნესმენებს EU-ში  პრივილეგირებული წვდომა აღარ ექნებათ“- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

პრესკონფერენციაზე მან ამერიკის და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციებიც ახსენა და თქვა, რომ „ჩვენი სიძლიერე ჩვენს ერთობაშია“.