მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU4Business: COVID-19-ის საინფორმაციო მხარდაჭერის ახალი პლატფორმა ბიზნესს

5ed773d3a36af
BM.GE
03.06.20 14:05
1205
გლობალური პანდემიის გამო, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ამ გამოწვევებთან გამკლავებისთვის EU4Business-ის გუნდმა ახალი საინფორმაციო პლატფორმა წარადგინა, რომელიც არსებულ ვითარებაში მეწარმეების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. 

"შეიქმნა ახალიპლატფორმა (https://covid-19-georgia.eu4business.eu/), რომელიც საშუალებას აძლევს მეწარმეებს, იყვნენ ინფორმირებული და უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ კორონავირუსის ეკონომიკურ გამოწვევებს.

საქართველოში ამოქმედდა COVID-19-ის საინფორმაციო მხარდაჭერის ვებ-გვერდი, რომელიც ადგილობრივ ბიზნესთან დაკავშირებულ ყველა ძირითად ეკონომიკურ შესაძლებლობასა და გადაწყვეტილებას აერთიანებს. COVID-19-ის საინფორმაციო მხარდაჭერის მსგავსი პლატფორმა ეხმარება ბიზნესებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებშიც: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უკრაინაში.

მეწარმეებისთვის არ არის მარტივი, რეგულარულად ადაპტირდნენ ახალ რეგულაციებთან თუ ბაზრის მოთხოვნებთან, შეინარჩუნონ დასაქმებულები, მოიძიონ ინვესტიციები და განაგრძონ ოპერაციები პანდემიის პირობებში შემცირებული ფულადი რეზერვებით.

ახალ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის კრედიტისა თუ სესხის აღების შესაძლებლობების, ასევე EU4Business-ის საგრანტო პროგრამების შესახებ. აქვეა მთავრობის მიერ განხორციელებული ბიზნესის მხარდაჭერის ინიციატივები, ადგილობრივ დონეზე ხელმისაწვდომი უფასო პლატფორმები ბიზნეს რჩევებისა თუ კონსულტაციებისთვის, და ინფორმაცია სხვადასხვა თემატური ონლაინ სერვისის შესახებ", - ნათქვამია EU4Business-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.