12.თებერვალი.2019 16:21
ეკონომიკა

„EuCham-ის რეიტინგში დაწინაურება, საქართველოს საინვესტიციო გარემოს მეტ მიმზიდველობას შესძენს“

„EuCham-ის რეიტინგში დაწინაურება, საქართველოს საინვესტიციო გარემოს მეტ მიმზიდველობას შესძენს“
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ევროპის პალატის (EuCham) რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას ეხმიანება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევროპის პალატის (EuCham) მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას მიესალმება.

პალატაში მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო რეიტინგში ქვეყნის პოზიციის გაუმჯობესება, საქართველოს საინვესტიციო გარემოს მეტ მიმზიდველობას შესძენს და პოტენციური ინვესტორების განწყობებზე დადებით გავლენას იქონიებს.

,,მოხარულები ვართ, რომ ევროპის პალატამ (EuCham) საქართველოს ძალისხმევა პოზიტიურად შეაფასა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ჩვენი ქვეყანა რეიტინგით, წამყვანი ევროპული სახელმწიფოების გვერდით იკავებს ადგილს. პოზიტიური შედეგები მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობისთვისაც; ის დაგვეხმარება, მეტი ძალისხმევით ვიმუშაოთ პოტენციურ ინვესტორებთან და დავეხმაროთ მათ, ადგილობრივ ბიზნეს-წრეებთან თანამშრომლობაში“, - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.

ცნობისთვის: ევროპის პალატამ (EuCham) 2019 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს პოზიცია 2 პუნქტითაა გაუმჯობესებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ 46 სახელმწიფოს შორის მე-16 ადგილი დაიკავა (2018 წელს საქართველო მე-18 იყო). ამასთან, საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს რეგიონის ქვეყნებს შორის და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან ერთად, იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც პოზიციები, ყველაზე მეტად გაიუმჯობესეს. ევროპის პალატის (EuCham) რეიტინგი, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგსა და საერთაშორისო გამჭვირვალობის - კორუფციის აღქმის ინდექსის ანგარიშს ეყრდნობა.
ავტორი: თელარა გელანტია

23.აპრილი.2019 09:51
39

"წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი ახალი გზა არ დაზიანებულა და გადაადგილება უსაფრთხოა"

ვრცლად
23.აპრილი.2019 09:50
25

"ქვეყნის სადავეები თუ გინდა ხელში ჩაიგდო, მას ენერგეტიკა არ უნდა ჰქონდეს - ეს უნდოდა რუსეთს"

ვრცლად
23.აპრილი.2019 09:20
93

საბანკო რეგულაციები, საპენსიო რეფორმა და ა.შ. - დღეს, პარლამენტში ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ

ვრცლად
23.აპრილი.2019 09:03
70

ირაკლი კოვზანაძე: მე შედარებით ეპიზოდური შეხება მქონდა გიროგი ქობულიასთან

ვრცლად
23.აპრილი.2019 00:01
781

„სად წავა წყალი - ტურბინას გაივლის და ისევ კალაპოტში ჩადის... არც პანკისის ხეობას ემუქრება საფრთხე“

ვრცლად
22.აპრილი.2019 23:20
345

ანაკლიის პორტის პროექტი პრორუსული დეზინფორმაციის ეპიცენტრში

ვრცლად