19.იანვარი .2021 13:53

EUGBC: ბიზნესმა ზუსტად უნდა იცოდეს, როდის აღდგება ეკონომიკა

EUGBC: ბიზნესმა  ზუსტად უნდა იცოდეს, როდის აღდგება ეკონომიკა
views 214
უკან

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კაჭარავას შეფასებით, დღეს ქვეყანაში მარტივი სიტუაციაა არაა და არსებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად მთელი რიგი მიმართულებებია გასაძლიერებელი. „სულ მცირე ბიზნესმა ზუსტად უნდა იცოდეს, როდის აღდგება ეკონომიკა“, - განაცხადა მან „საქმის კურსთან“ ინტერვიუში.

EUGBC-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ბიზნესისთვის თითოეული დღე მნიშვნელოვანია.

“წინასწარ უნდა იყოს ეტაპები განსაზღვრული, თუ როგორ იგეგმება ეკონომიკის გახსნა. რთულია ბიზნესისთვის ძველ კალაპოტში ჩადგომა. მაგალითად, რესტორნებს რომ უთხრა, 2 დღეში გაიხსენიო, ვერ გაიხსნებიან. შესაბამისი სამუშაოები უნდა ჩაატარონ, პროდუქტები იყიდონ, პერსონალი დააბრუნონ და ა.შ. ბიზნესისთვის თითოეული დღე მნიშვნელოვანია. ასევე, ვფიქრობ, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შეიძლება ბიზნესისთვის დამატებითი წნეხის მომტანი იყოს უნდა შეჩერდეს ან კერძო სექტორთან დეტალური კონსულტაციების გავლა უნდა მოხდეს, სხვანაირად ბიზნესები ამ სიტუაციაში ვერ გადარჩებიან. გარდა ამ გამოწვევებისა, პრობლემად კვლავ რჩება ეროვნული ვალუტის რყევები“, - აცხადებს კაჭარავა.

EUGBC-ის აღმასრულებელი დირექტორი გამოსავალს ვაქცინაციის დაჩქარებასა და მეტად პროგნოზირებადი გარემოს შექმნაში ხედავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა