„მოკვლევა არ უნდა დარჩეს მოკვლევად და მას უნდა მოჰყვეს კონკრეტული ქმედებები, მათ შორის პარლამენტის დონეზე", - ასე შეაფასა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ დაწყებული მოკვლევა EUGBC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კაჭარავამ „საქმიან დილაში“.
მისივე განცხადებით, ამ განხილვის პროცესში კომიტეტს დამატებით ორი კონკრეტული მიმართულება შესთავაზა: სახელმწიფო საწარმოებისა და სახელმწიფო შესყიდვების ძირეული რეფორმა.
„რიცხვებს თუ შევხედავთ, 2020 წლის მონაცემები საგანგაშოა; სახელმწიფო საწარმოების ზარალი მილიარდ ლარს სცდება. შესაბამისად, საბჭოს ფარგლებში დაანონსებულია სახელმწიფო საწარმოების რეფორმის განხორციელება. სავარაუდოდ, 4 საწარმოს რეფორმირება მოხდება, მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს 352 საწარმო და დამატებით 82 შვილობილი კომპანია. ამ შემთხვევაში თუ რეფორმა მხოლოდ 4 საწარმოზე კონცენტრირდება ან თუნდაც 10-ზე, ეს არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება. იმისთვის რომ შედეგზე გავიდეთ, აუცილებელია ამ პროცესში გაცილებით მეტი საწარმო ჩაერთოს", - აღნიშნავს გიორგი კაჭარავა.
EUGBC-ის სურვილია, პირველ რიგში, საწარმოების გამჭვირვალობა და პარლამენტისა და ბიზნეს სექტორის მხრიდან ჩართულობა გაიზარდოს.
„სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია, რომ არასწორი სატენდერო პროცედურების ადმინისტრირების მონიტორინგის შედეგად, 2019 წელს სახელმწიფომ 62 მილიონი ლარი იზარალა. თითოეული სატენდერო დოკუმენტაცია, რომელიც შედგება ტენდერის გამოცხადებამდე, უნდა იყოს ექსპერტულ დონეზე შესწავლილი. თუ საჯარო მოხელეს არ ჰყოფნის კომპეტენცია შესაბამისი მოთხოვნები დაუყენოს ბიზნეს სუბიექტს, მაშინ მას უნდა დაეხმარონ ექსპერტები. ექსპერტების დამატებითი ჩართვა, რომ ყოფილიყო ამ პროცესში, ზარალს ავიცილებდით", - განაცხადა კაჭარავამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ