მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

61dc2f7373e1f
შოთა ტყეშელაშვილი
10.01.22 17:06
819
10 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.1 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.09 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.50 ლარი გახდა. 1.81 -თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1984 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.09 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირას ღირებულება 22.43 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 11 იანვრიდან შევა ძალაში.