მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EUROCONTROL-სა და საქართველოს შორის სპეციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი

5de6a2d863b71
BM.GE
03.12.19 22:59
692
ერთიანი ევროპული ცის სისტემაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, EUROCONTROL-სა და საქართველოს შორის სპეციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იტყობინება.

დოკუმენტის თანახმად, განხორციელდება ეროვნული საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პოლიტიკის და არსებული სისტემის ფუქნციონირების ეფექტიანობის ანალიზი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. შეთანხმების ფარგლებში, პრიორიტეტი მიენიჭება საქართველოს მიერ, აუდიტების ფარგლებში მიღებული მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნებას და მათ შემდგომ გაუმჯობესებას, საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდას გაზრდილი ნაკადების ფონზე, მაღალი ხარისხის კოორდინაციის მიღწევას სამოქალაქო-სამხედრო ავიაციას შორის, ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევის (SESAR) პროგრამაში ინტეგრირებას და სხვა.

შეთანხმების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების და მიზნების შესრულებას საქართველოს მხრიდან სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს. პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შპს „საქაერონავიგაცია“.

საქართველო ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი 2014 წელს გახდა. გასულ წლებში ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ზედამხედველობის ხარისხის ამაღლების, ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის კანონმდებლობასთან დაახლოვების, სპეციალისტების მომზადების და მათი კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.