მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EuroMillions-ში ბრიტანელმა 190 მილიონი ევრო მოიგო

5d9da61a3ec3f
მიხეილ ხაჩიძე
10.10.19 00:30
977
"ევრომილიონის" ჯეკპოტში დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ სრული საპრიზო თანხა – 190 მილიონი ევრო მოიგო.

როგორც BBC იუწყება, ამით ბრიტანელი, გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, აქამდე გათამაშებულ ჯეკპოტებს შორის ყველაზე მდიდარი გამარჯვებული გახდა. გამარჯვებულმა ხუთი მთავარი ციფრი და ორი "იღბლიანი რიცხვები" გამოიცნო.

აღსანიშნავია, რომ 190–მილიონიანი ჯეკპოტი ლატარიის კომპანიამ 2012 წელს შემოიღო და ის მას შემდეგ, აქამდე 4-ჯერ მოიგეს.

Euromillions ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ლუექსემბურგში, ავსტრიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში თამაშდება.