18.ივლისი .2020 09:44

Euronews: დაბრუნდებიან თუ არა სტუდენტები უნივერსიტეტებში სექტემბრიდან?

views 550
უკან

ამერიკული უნივერსიტეტების ნაწილი, მათ შორის მაგალითად,ჰარვარდი სექტემბრიდან ახალ სასწავლო წელს  დისტანციურად იწყებს. ამასთან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უცხოელი სტუდენტები, რომლებიც არ დაესწრებიან ფიზიკურად ლექციებს, მოუწევთ ქვეყნის დატოვება. ამიტომ ამერიკაში უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა უკვე შეიტანეს ფედერალური სარჩელი ამ „აბსურდული“ გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

დისტანციურად სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო კემბრიჯმაც და სწავლება სრულად ონლაინ რეჟიმში გადაიყვანა, ამიტომაც სტუდენტები ითხოვენ გადაიხედოს სწავლის გადასახადი, გამომდინარე იქედან, რომ ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

სასწავლო დაწესებულებები არ არიან თანხმა ცვლილებებზე, ხოლო ასოციაციები, რომლებიც წარმოადგენენ სტუდენტების ინტერესებს, სასამართლოში საქმის გაგრძელებას აანონსებენ.

ესპანეთში კი, ცდილობენ შერეულ სწავლებაზე გადავიდნენ, რადგან აქ ყოველწლიურად 200 ათასი აბიტურიენტი აბარებს გამოცდას და იწყებს სტუდენტურ ცხოვრებას. ამიტომ ადგილობრივ უნივერსიტეტებს უწევთ ცვლილებების შემუშავება და უსაფრთხო სტანდარტების მორგება, იმისათვის, რომ საშუალება ჰქონდეთ გახსნისა და სასწავლო პრეცესების აღდგენის, რომ პირველკურსელებს ჰქონდეთ საშუალება ნაწილობრივ მაინც შეიგრძნონ სტუდენტობა, ჯგუფური მუშაობა, კომუნიკაცია, დისკუსია და აზრის გაცვლა, რაც უმთავრესი ნაწილია სწავლების. თუმცა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მადრიდში არსებული 20-მდე სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მხოლოდ 6-მა.

ასევე ჰიბრიდული სწავლება შეარჩიეს საფრანგეთში, რადგან როგორც სორბონას უნივერსიტეტის პრეზიდენტი აცხადებს, მხოლოდ დისტანციურ სწავლებას აზრი არ აქვს და მას არ შეიძლება ეწოდოს ოპტიმალური გადაწყვეტა, ამიტომ დაგეგმილია, რომ კურსის ნახევარი ჩატარდება ონლაინ, ნაწილი კი მოითხოვს ფიზიკურ დასწრებას.

რაც შეეხება იტალიას, ადგილობრივი მთავრობა მხარს უჭერს სტუდენტების აუდიტორიაში დაბრუნებას და სავარაუდოდ, სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება სასწავლო პროცესები, თუმცა რა თქმა უნდა, სანიტარული ნორმების დაცვით.

გერმანიაში მიუხედავად პანდემიისა, სტუდენტების გაზრდილ რაოდენობას ელოდებიან, რადგან ის სტუდენტები, რომლებიც როგორც წესი, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის განათლებას ანიჭებენ უპირატესობას, დღეს პოსტკრიზისულ პერიოდში გერმანია არჩიეს, რაც განაპირობა უფასო სწავლებამ ამ ქვეყანაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა