მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Euronews: როგორ გარდაქმნის ხელოვნური ინტელექტი განათლების სექტორს?

5e4962caae3f9
მარიამ ადამია
17.02.20 00:50
2014
ხელოვნური ინტელექტი ყველაზე ინოვაციური და რევოლუციური სფეროა თანამედროვე სამყაროში, რომელიც გვთავაზობს უსაზღვრო შესაძლებლობებს, ახალ პერსპექტივებსა და გამარტივებულ ყოველდღიურობას. ექსპერტები ფოქრობენ, რომ ის ადამიანების ცხოვრებას იმაზე მეტად შეცვლის, ვიდრე ეს ცეცხლის ან თუნდაც ელექტროენერგიის გამოგონებამ შეძლო.

Euronews–ის ცნობით, ირლანდიაში ერთ-ერთმა ადგილობრივმა კომპანიამ SoapBox Labs-მა შექმნა ტექნოლოგია, რომელიც ბავშვებს ეხმარება ენების, გრამატიკის სწავლაში და კითხვის უნარის გაუმჯობესებაში. გარდა ამისა, დეველოპერების თქმით, პლატფორმა თამაშით და ბავშვის ხმის იდენტიფიცირებით აწვდის მათ ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, რაც სჭირდებათ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. კომპანიამ დიდი დაინტერესება გამოიწვია მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციებისგან, მათ შორის არის "მაიკროსოფტი" და მის გაუმჯობესებაზე უკვე დაწყებულია ერთობლივი მუშაობა.

შესაბამისად, პლატფორმა ხელმისაწვდომია რამდენიმე ენაზე, რაც დაეხმარა მათ გლობალურ ბაზარზე გაფართოვებაში და ამიტომაც კომპანიას 27 კომერციული ლიცენზია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ავტორებს თავიდან მხოლოდ იდეის დონეზე ჰქონდათ პროექტი და არანაირი ფინანსური რესურსი არ გააჩნდათ მის განსახორციელებლად, შეძლეს ინვესტორების მოძიება, მათი დაინტერესება და საბოლოოდ, მილიონ-ნახევარი ევროს ოდენობის დაფინანსებაც მოიპოვეს.

განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მთავარი პერსპექტივები პერსონალიზებულ, ინტერაქტიურ და დიფერენცირებულ სწავლებას უკავშირდება, რომლის სარგებლობაზე რამდენიმე ათეული წელია, განათლების მკვლევარები საუბრობენ და რომლის პრაქტიკული განხორციელება ძალიან რთულია ტიპურ საკლასო ოთახში, სადაც ერთი მასწავლებელი საშუალოდ 20 მოსწავლეს ასწავლის. ცხადია, მაღალი ხარისხის განათლებას ყოველთვის დასჭირდება ადამიანის ჩარევა, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის განვითარება გვპირდება განათლების სფეროს გაუმჯობესებას სხვადასხვა დონეზე.

არავინ იცის, სრულად ჩაანაცვლებს თუ არა ოდესმე ხელოვნური ინტელექტი ადამიან მასწავლებელს, მაგრამ ცხადია, რომ განათლების სისტემები არსებითად იცვლება ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად და აუცილებელია ყველა იმ გამოწვევისა და რისკის გათვალისწინება, რომელიც თან ახლავს ამ პროცესს, უსაზღვრო შესაძლებლობებთან ერთად.