მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Euronews: როგორ მოვიზიდოთ ტურისტები არატურისტულ სეზონზე

5d7ca9090a31e
მარიამ ადამია
14.09.19 14:05
1002
საერთაშორისო მოგზაურობის სფეროში ჩართულმა სააგენტოებმა არატურისტული სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს, მთავარ სამიზნედ კი, ჩინეთი არჩიეს და ინოვაციური გზებით არეკლამებენ არასეზონურ პერიოდში ისეთ მიმართულებებს, რომლებიც ნაკლებად ცნობილია ამ ქვეყნისთვის.

Euronews–ის ცნობით, ჰოლანდიურმა მულტიმედიურმა პლატფორმა Nuformer-მა, რომელიც სპეციალიზირდება ანიმაციურ გრაფიკზე და ვირტუალურ რეალობაზე, გიგანტური სამგანზომილებიანი შოუ მოაწყო ჩინეთის ქალაქ ნიანში და მოსახლეობას ევროპის ქვეყნებისა და ადგილების შესახებ მასალები აჩვენა, წელიწადის სხვადასხვა, მათ შორის ნაკლებად ტურისტულ პერიოდში. შედეგად კი, ჩინეთში მილიონობით ადამიანი დაინტერესდა ევროპაში მოგზაურობით და მთელი წლის განმავლობაში ტურისტების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, მათგან ყველაზე ჩინეთიდან იყო, თუმცა აქ გამოიკვეთა პრობლემა და ნაკადის მკვეთრი ზრდა ბევრი საკულტო ქალაქისთვის, ისეთებისთვის, როგორებიცაა მაგალითად ვენეცია, ბარსელონა და ამსტერდამი, სერიოზულ ტვირთად გადაიქცა. ქალაქები ვერ უძლებდნენ ამხელა დატვირთავს და ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარკვეული რეგულაციები შეიმუშავეს, მათ შორის, ამსტერდამში ცნობილი მონუმენტი – I AM AMSTERDAM აიღეს და გაზარდეს CITY TAX-ები.

ტუროპერატორებმა კი, ამ შემთხვევაში, ახალი მიმართულება აირჩიეს და სამიზნედ ის ქვეყნები და ადგილები შეარჩიეს, რომლებიც ნაკლებად მონახულებადი და ცნობილია ფართო მაებისთვის.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ყურადღება უნდა გამახვილდეს ტურისტებზე, რომლებიც ეძებენ ახალ და უნიკალურ ემოციებს, გამოცდილებებს და შემდეგ მათ გაუზიარებენ მეგობრებს სოციალური ქსელის მეშვეობით. რაც მთავარია, ინფორმაცია, გარდა ინგლისურისა, იმ ენაზეც უნდა იყოს ხელმისაწვდომი, სადაც ის კეთდება. ამ მიმართულების ეფექტიანობას კი, ტუროპერატორები უკვე მომავალ წელს დაითვლიან.