მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელთა საერთო ღირებულება $7.7 ტრილიონია

5f40d88d0cc08
თამთა ჯიჯავაძე
23.08.20 00:00
1949
მსოფლიოს შვიდი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის საერთო ღირებულება $7.7 ტრილიონს შეადგენს. როგორც CNN წერს, აღნიშნული კომპანიები საფონდო ბირჟებზე დომინირებენ. ესენია: Apple, რომლის ღირებულებაც $2 ტრილიონს აჭარბებს. ასევე, მასთან ერთად ბირჟაზე დომინირებს Amazon-ი, Microsoft-ი, Facebook-ი, Alphabet-ი, Tesla და Netflix-ი.

აღსანიშნავია, რომ Nasdaq-ის შვიდივე ლიდერი კომპანია წლის დასაწყისიდან, გლობალური პანდემიის მიუხედავად, იზრდებოდა.

ასე მაგალითად, Apple-მა iPhone-ის აპლიკაციებით და სერვისებით მოთხოვნის სერიოზული ზრდა დააფიქსირა. Microsoft-ი, Amazon-ი და Alphabet-ი დომინირებენ ე.წ ქლაუდ სერვისებით, ასევე, სათამაშო და ელექტრონული კომერციით.

რაც შეეხება Facebook-ს, ის სოციალური მედიის პლატფორმებს შორის კვლავ ლიდერია მიუხედავად მის მიმართ გაზრდილი კრიტიკისა. Tesla კი, ელექტრომობილების ინდუსტრიაში მეფედ არის წოდებული, ხოლო Netflix-ი სტრიმინგ-სერვისებით მსოფლიოში წამყვან ადგილს იკავებს.