თანამედროვე სამყაროში, ხელოვნული ინტელექტის გამოყენებით შესაძლებელია კოვიდ-პაციენტების დიფერენცირება, თუ ვის უჭირს ყველაზე მეტად და ვინ არის განსაკუთრებული რისკის წინაშე. ანუ შემუშავებული ინსტრუმენტი ეხმარება ჯანდაცვის პროფესიონალებს, შეზღუდული რესურსები მართონ სწორად და დროულად დაეხმარონ იმ პაციენტებს, რომლებსაც ეს კრიტიკულად სჭირდებათ. მიგნება სულ ახლახანს შეიქმნა და მის შემუშავებაში სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები იყვნენ ჩართული, რომლებიც მთავარ მიზნად COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირებას ისახავენ, და ეს ინსტრუმენტი განსაკუთრებით ღირებული ნაკლები რესურსების მქონე ქვეყნებისთვის იქნება.
“მსგავსი ინსტრუმენტები მნიშვნელოვანია პანდემიის საბოლოოდ დასრულებისთვის. ეს დაეხმარება საავადმყოფოს რესურსების სწორად განაწილებაში, ასევე იძლევა საშუალებას მარტივად გავუმკლავდეთ გლობალური პანდემიის მუდმივად ცვალებად სცენარს და რაც მთავარია შევძლებთ მეტი ადამიანის გადარჩენას,” - აცხადებს Euronews-თან მიცემულ ინტერვიუში, ვენის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი, დევიდ გომეზ-ვარელა.
მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად, მეცნიერებმა სისხლის ნიმუშებიდან ბიოქიმიური მონაცემები გამოიყენეს, რომლებიც 2020 წლის მარტიდან 2022 წლის თებერვლამდე ესპანეთის, აშშ-ის, ჰონდურასის, ბოლივიისა და არგენტინის 150-ზე მეტ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებული თითქმის 30,000 პაციენტისგან აიღეს. რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდმა სხვადასხვა იმუნური სტატუსის მქონე ადამიანების მონაცემების აღება შეძლო, ანუ მათ შორის არიან აცრილი, აუცრელი, ბუნებრივი იმუნიტეტის მქონე ადამიანები და ასევე COVID-19-ის თითქმის ყველა ვარიანტით ინფიცირებულები. დაგროვილი მონაცემებით კი, გუნდმა შეძლო ალგორითმის შემუშავება და საბოლოოდ შეიქმნა ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც სხვადასხვა იმუნური სტატუსისა თუ ვარიანტის სიმპტომებზე
დაფუძნებით, შეუძლია წინასწარი პროგნოზი გააკეთოს, არის სიკვდილის რისკის წინაშე პაციენტი თუ არა. რაც შეეხება თავად პანდემიას, როგორც მეცნიერები ამბობენ, ის ჯერ არ დასრულებულა და SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტების გამოჩენამ, იმუნური დაცვის დაქვეითებამ და შეზღუდვების შემსუბუქებამ, უახლოეს მომავალში შესაძლოა ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის ზრდა გამოიწვიოს. შესაბამისად გუნდი ახლა, ახალ ეტაპზე გადადის და მუშაობს მოწყობილობის განვითარებზე, რომლის საშუალებითაც ხელოვნური ინტელექტი მალე, 24 საათის განმავლობაში პაციენტების ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობასაც განსაზღვრავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება