09.მარტი .2020 09:01

Euronews: ხორვატიის წარმატების საიდუმლო ინოვაციებია

views 324
უკან

მაღალტექნოლოგიური სტარტაპები - ეს სილიკონ ველის გარდა, ხორვატიის მთავარი კონცეფციაცაა.
ქვეყანა, სადაც ნიკოლა ტესლა მე-19 საუკუნის ბოლოს საკუთარი იდეების განვითარებზე მუშაობდა, ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით ევროკავშირში ერთ-ერთი მოწინავეა. 

მათ შორისა მატე რიმაკის მიერ დაფუძნებული კომპანია Rimac-ი, რომელიც მსოფლიოში უსწრაფესი ელექტრომობილების შექმნაზე მუშაობს. კომპანიის ისტორია თავდაპირველად ავტოფარეხში დაიწყო, აჟამად კი, დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს და დაახლოებით 600 ადამიანს ასაქმებს. ამჟამად Rimac-ი მუშაობს, რათა შექმნას ელექტრომობილი, რომლის მაქსიმალური სიჩქარეც 365 კმ/საათია. ხელით აწყობილი ავტომობილის ფასები კი 2-დან 2.5 მილიონ ევრომდე მერყეობს. 

“ჩვენ არ გვინდოდა მხოლოდ არსებული ავტომობილების გარდაქმნა ელექტონულ ვერსიად, ამიტომ შევქმენით რაღაც ახალი, ინოვაციური, ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ ავტო-ინდუსტრია და ერთი შეხედვით შეუძლებელი შედეგები მივიღეთ. მაგალითად, ის, რომ ოთხი ელექტროძრავით, მანქანაში თითოეული ბორბალი დამოუკიდებლად დავატრიალეთ, რაც სრულიად ახალი გამოცდილებაა ინდუსტრიაში”- აღნიშნა, Rimac Automobili-ის გენერალურმა დირექტორმა, მატე რიმაკმა.

მისივე თქმით, ეს მხოლოდ ერთი ნაწილია კომპანიის ბიზნეს-გეგმის. Rimac-ის აქციონერთა შორის არიან 
 ისეთი კომპანიები, როგორებიცაა, პორშე, ჰიუნდაი და კია. 

“ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეხმარება ავტო-ინდუსტრიას მათი მომავალი პროდუქტების განვითარებაში. ჩვენ გვინდა ვიყოთ ლიდერი ელექტრომობილების სფეროში და ასევე მაღალხარისხიანი მასალების წარმოების მიმართულებით სხვა კომპანიებისთვის. გარდა ამისა, გვსურს, ხელი შევუწყოთ ინდუსტრიის შემდგომ საფეხურზე გადასვლას," - განაცხადა რიმაკმა.

გარდა ამისა, Rimac-ისთვის ინტელექტუალური პოტენციალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო კომპანიისთვის, ზაგრების უნივერსიტეტის, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტია და ასევე ნიკოლა ტესლას ინოვაციური ცენტრი, სადაც ყოველდღიურად 200-ზე მეტ პროექტზე მუშაობენ.