28.ნოემბერი .2022 15:04

დევნილებისთვის ბინების მშენებლობის პროექტისთვის 50 მლნ ლარი გამოიყოფა - პრემიერი

დევნილებისთვის ბინების მშენებლობის პროექტისთვის 50 მლნ ლარი გამოიყოფა - პრემიერი
views 376
უკან

ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, ეს არის დევნილების ბინების მშენებლობა - 7000 ოჯახზე არის გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


ღარიბაშვილის თქმითვე, წელსვე ამ მიზნით 50 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.


„ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, ეს არის დევნილების ბინების მშენებლობა. 7000 ბინაზე არის გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და წელსვე ჩვენ ამ მიზნით გამოვყოფთ 50 მილიონ ლარზე მეტს“, - განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა