მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, სოფელ საჯავახოში ფერმა აშენდა

5f7ee01cbad8d
ინგა მურუსიძე
08.10.20 13:45
743

"საქართველოს ბანკი" სოფლის მეურნეობის წახალისებას აგრძელებს. როგორც bm.ge-ს ბანკიდან აცნობეს, ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით სამტრედიის რაიონში, სოფელ საჯავახოში საქონლის ფერმა აშენდა.

პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხირად 60,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დაფინანსება 30 სულზე გათვლილ,  კაპიტალური ფერმისა და  დამხმარე შენობა-ნაგებობის აშენებას მოხმარდა.

აღსანიშნავია, რომ ფერმერი აწარმოებს ყველს და ხორცს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე ფუნციონირება დაიწყო  რესტორანმა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან სტუმრებს წარმოებული რძითა და ხორცით უმასპინძლდება. მეწარმე უახლოეს მომავალში ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოვებას და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით სამტრედიაში სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო ვითარდება. საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა ერთერთი უცვლელი პრიორიტეტია. ამჯერად ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით სამტრედიაში საქონლის ფერმა და სასაუზმე რესტორანი გაიხსნა. მიგვაჩნია, რომ ასეთი ინიციატივების მხარდაჭერა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს  როგორც აგრო სექტორის, ასევე რეგიონის  ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, "საქართველოს ბანკის" საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.