მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცეცხლგამძლე უნიფორმა კასკადიორებისთვის - ინოვაციური პროდუქტი ქართველი სტარტაპერებისგან

62864d490d0f3
ანუკა ჯოხაძე
20.05.22 09:40
1051
ქართული მეხანძრის უნიფორმის შემქნელები კასკადიორებისთვის უნიფორმას ქმნიან, რომელიც მათ ცეცხლოვან სცენებში მონაწილეობაში დაეხმარება. როგორც კომპანია Elven Technologies დამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე BM.GE-თან აცხადებს, უნიფორმაზე კომპანიის გუნდის წევრები "ქართველი კასკადიორების ჯგუფთან" ერთად მუშაობენ.

ხერხეულიძე არ გამორიცხავს, რომ მორიგი ფილმი, რომელშიც "ქართველი კასკადიორების ჯგუფის" მონაწილეობით ცეცხლოვანი სცენა იქნება გათამაშებული, სწორედ მათი უნიფორმის დახმარებით გადაიღონ. მისი თქმით, ქართველი კასკადიორების ჯგუფი საქართველოში და მსოფლიოში არაერთ კინოსტუდიასთან თანამშრომლობს, მათ შორის მათი კასკადიორების დახმარებით არის გადაღებული Fast and Furious 9 და Kingsman 3.

“ქართველი კასკადიორების ჯგუფთან ერთად ვქმნით ამ პროდუქტს. მათთან ერთად ვაკეთებთ ტესტირებას, რაც გაცილებით ამარტივებს საქმეს, იმიტომ რომ მათ პრაქტიკაში იციან ბევრი დეტალი, რა როგორ სჭირდებათ. არის იმის ალბათობა, რომ შემდეგი ფილმის გადაღებისას ცეცხლოვანი კადრები ჩვენი ფორმის დახმარებით გადაიღონ. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ გვქონდეს პირველი ფილმი, რომელიც ჩვენი პროდუქტით იქნება გადაღებული,”-აცხადებს კომპანია  Elven Technologies-ის დამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე.