მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ZIM-ის საკონტეინერო ხაზის პირველი გემი, ფოთში შემოვიდა - APM Terminals Poti

639068c0519b9
BM.GE
07.12.22 14:15
968
APM Terminals Poti-მ საზეიმოდ მიიღო ZIM-ის საკონტეინერო ხაზის ახალი სერვისის (PTF) პირველი გემი, რომელმაც თურქეთსა და საქართველოს შორის პირველი მიმოსვლა შეასრულა.

მათი ცნობით, საკონტეინერო გემი ყოველ 12-14 დღეში ერთხელ იმოძრავებს სტამბოლის ამბარლის პორტსა და ფოთის საზღვაო ნავსადგურს შორის და დააკავშირებს ZIM-ის მსოფლიო სერვისებს საქართველოსთან.

კომპანია ZIM 1945 წელს ისრაელში დაარსდა, ამჟამად იგი ერთ-ერთი წამყვანი გადამზიდი კომპანიაა მსოფლიოში.