30.ივნისი .2022 22:31

"ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას" - აშშ-ის საელჩო მიღებაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

"ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას" - აშშ-ის საელჩო მიღებაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
views 840
უკან

აშშ-ს საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის საელჩო "ფეისბუქის" გვერდზე წერს.

"ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებენ საელჩოში.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მან აღნიშნა, თავდასხმაში მონაწილეობდნენ ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი. ის მიმართავს კელი დეგნანს, რათა ინციდენტის ამსახველი კადრები გასაჯაროვდეს.

თავად ანრი ოხანაშვილი მომხდარს პროვოკაციას უწოდებს. როგორც მან "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში აღნიშნა, პროვოკაცია ვატო წერეთლის მხრიდან დაიწყო.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის საელჩომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური მიღება გამართა, რომელზეც მიწვეული იყო ასობით სტუმარი, მათ შორის პოლიტიკოსებიც.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა