მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშეა, ბირთვული ომის რიტორიკა იმატებს - ირაკლი ღარიბაშვილი

641d5f7b58fea
ინგა მურუსიძე
24.03.23 12:30
522
დღეს არის ურთულესი ვითარება მთელს მსოფლიოში. ასეთი გამოწვევების წინაშე ევროპა, მთლიანად მსოფლიო არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

პრემიერის თქმით, დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე.

„დღეს არის ურთულესი ვითარება მთელს მსოფლიოში. ასეთი გამოწვევების წინაშე ევროპა, მთლიანად მსოფლიო არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე და ეს არ არის გადაჭარბებული საფრთხე. ჩვენ გვესმის, რომ ბირთვული ომის რიტორიკა დღითიდღე მატულობს, მძაფრდება და ასეთ ვითარებაში, პატივცემულო დეპუტატებო, ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. მინდა გითხრათ ძალიან მოკლედ, თუ რა ვითარებაა დღეს უკრაინაში. ჩვენ ყველანი თვალყურს ვადევნებთ, რომ ომი არ ჩერდება. უკრაინის ომს აქვს პირდაპირი გავლენა ჩვენს ქვეყანაზე, რეგიონზე მთლიანად, ევროპაზე, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, მთელი მსოფლიოს წესრიგზე, რომელიც იყო ჩამოყალიბებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

უკრაინის ომის შედეგები დღეის მდგომარეობით არის შემდეგი - 20% არის ოკუპირებული, 100 ათასზე მეტი გარდაცვლილი, მათ შორის, საუბედუროდ ქალები, ბავშვები, დანგრეულია, მიწასთან არის გასწორებული ქალაქები, სოფლები, რაიონები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა საჯარო, მათ შორის, კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები, ზარალი ექსპერტების დათვლით შეადგენს თითქმის ერთ ტრილიონ დოლარს და ომი გრძელდება. უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის დღეს გადაქცეული პოლიგონად. ასევე გეტყვით, რომ 15-დან 20 მილიონამდე უკრაინელმა მოქალაქემ დატოვა საკუთარი საცხოვრებელი, რაც არის, რა თქმა უნდა, ურთულე გამოწვევა, ეს არის ტრაგედია და რა თქმა უნდა, ამ სიტუაცია სჭირდება ყოველდღიური გაანალიზება“, - განაცხადა პრემიერმა.