მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევა ბოჭორიშვილი: 28 აპრილის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ველით

60771417c50e3
ლიკა გურაბანიძე
15.04.21 10:15
472
“ჩვენი სახმელეთო საზღვრების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანაში მარტში 60 000 ადამიანი შემოვიდა და ტურიზმში კლება ისევ მაღალია, ხოლო შემოსული ტურისტები ის ვიზიტორები არიან, რომლებიც ტვირთის გადაზიდვით არიან დაკავებულები",  - ამის შესახებ “საქმიან დილაში” Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილი განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა განმარტა, ვაქცინაციაზე მუშაობის ტემპები მეზობელ ქვეყნებში პოზიტიური პროგნოზების გაკეთების საშუალებას არ იძლევა, რაც ტურიზმის აღდგენაზე დამატებით უარყოფით გავლენას ახდენს.

„წინა პროგნოზებთან შედარებით, რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპია დაფიქსირებული. საერთაშორისო სავალუტო ფონდი სომხეთის ეკონომიკური ზრდის ტემპს - 1%-ის ფარგლებში, აზერბაიჯანის - 2,5%-ის, ხოლო საქართველოში კი 3.5%-ის ფარგლებში პროგნოზირებს. ამ შემთხვევაში, რაც იკვეთება არის ის, რომ განსაკუთრებული გაურკვევლობა ტურიზმთან დაკავშირებით არსებობს. ამ ვითარებაში ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე რაიმე დასკვნების გაკეთება ძალიან რთულია.

ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, საიდანაც ვიზიტორები გვყავს, არ გვაქვს იმის სიგნალი, რომ ვაქცინაციის ტემპი და ვირუსის გავრცელების დინამიკა, პოზიტიური პროგნოზების გაკეთების საშუალებას მოგვცემს",  - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, Galt & Taggart-ი ნეგატიური სცენარისკენ იხრება და 2021 წელს ეკონომიკის 3.1%-იან ზრდას პროგნოზირებს. 

"ჩვენ ინფლაციის პროგნოზი შევცვალეთ და 4.5%-იდან, საშუალო ინფლაციას 7%-ზე ვვარაუდობთ. ასევე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასაც ველოდებით და ეს, შესაძლოა, 28 აპრილის სხდომაზე მოხდეს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.