მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევა ბოჭორიშვილი: ნოემბერსა და დეკემბერში საბანკო სესხების ზრდის ტემპი შენელდება

5fc78d7b3f04d
ლიკა გურაბანიძე
02.12.20 21:45
914

ნოემბერში და დეკემბერში საბანკო სესხების ზრდის ტემპები შენელდება - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა “საქმიან დილაში” ქვეყანაში მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, დღეს როდესაც ბანკების მხრიდან სესხების გადავადებაზე საუბარი კვლავ მიმდინარეობს, და გადავადება ამჟამად უფრო მცირე ვადებით მოხდება.

სწორედ საბანკო სექტორს ეხება Galt & Taggart-ის ახალი კვლევაც. ევა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ოქტომბერში ლარში გაცემული სესხების წლიური ზრდა დაჩქარდა.

“კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2020 წლის ოქტომბერში წლიურად 11.4%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) და 36.4 მლრდ ლარი შეადგინა. ვალუტების მიხედვით, ოქტომბერში ლარში გაცემული სესხების წლიური ზრდა დაჩქარდა 16.5%-მდე, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წლიური ზრდის ტემპი შენელდა 7.3%-მდე (კურსის ეფექტის გამორიცხვით), აგვისტო-სექტემბრის საშუალო წლიური 10.0%-იანი ზრდის შემდეგ.

სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტების ზრდის ტემპი შენელდა როგორც წლიურ, ასევე თვიურ ჭრილში. ზრდის ტემპს საცალო სესხები ინარჩუნებს, სადაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას, რადგან იპოთეკები ოქტომბერში მნიშვნელოვნად გაიზარდა. წლიურად 76% -ით, ხოლო თვიურ ჭრილში და 14.1%-ით.

რაც შეეხება დეპოზიტებს, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 2020 წლის ოქტომბერში შენელდა და წლიურმა ზრდამ 15.8% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0.8%-იანი კლება დაფიქსირდა.

ამასთან, შენელებული იყო როგორც ლარის, ისე უცხოურ ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპი. ამასთან, ოქტომბერში დეპოზიტების დოლარიზაციამ 62.2% შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით მცირედით გაზრდილია, რაც ლარის სისუსტის ერთ-ერთი ფაქტორია.” - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.