მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევა ბოჭორიშვილი: საერთაშორისო ტურიზმის აღდგენამდე დარგი დამატებით დახმარებას საჭიროებს

5f69c7a33ce07
ლიკა გურაბანიძე
23.09.20 09:45
806

"საქართველოში ტურიზმი საკმაოდ რთულ ვითარებაშია, კიდევ არ ვიცით ის ფართო მასშტაბებით როდის აღდგება", - ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.


ბოჭორიშვილის თქმით, ტურიზმის ინდუსტრიის მიმართ გაურკვევლობა ძალიან დიდია.

“ველოდებით, რომ ტურიზმი აღდგენას 2021 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს, თუმცა, არ ველოდებით, რომ ის იმ მასშტაბებს დაუბრუნდება, რაც 2019 წელს იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ საერთაშორისო მიმოსვლა 1-ლი ივლისიდან უნდა აღდგენილიყო. ეს ვადები ეტაპობრივად წინ იწევა. ტურიზმის დარგი საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენამდე დამატებით დახმარებებს საჭიროებს", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ბოლო ინფორმაციით, საერთაშორისო ავიამიმოსვლა სრულად 1 ნოემბრამდე არ აღდგება.