მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევა ბოჭორიშვილი: წლის ბოლოს 6%-ზე მაღალ ინფლაციას ვვარაუდობთ

605b1236c663a
ლიკა გურაბანიძე
25.03.21 09:00
1357

“ამ ეტაპზე  6%-იან ინფლაციას ვუშვებთ, თუმცა წლის ბოლოს, დეკემბერში 6%-ზე მაღალ ინფლაციას ვვარაუდობთ”, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

“სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე გაზარდა. ამ ეტაპზე შესაძლოა მეტი გამკაცრება წლის განმავლობაში აღარ განიხილებოდეს, თუმცა ვითარება ხშირად იცვლება. მაგალითად, თურქულ ლირას რომ შევხედოთ, მას ლარზე გავლენა აქვს. იმის მოლოდინი, რომ თურქული ლირის გაუფასურება გარკვეულწილად ლარის რყევებსაც იწვევს, ჯერ საქართველოში არ ჩაცხრა. რაც შეეხება ინფლაციურ მოლოდინებს, წელს ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად გაზრდილია", - განმარტა ბოჭორიშვილმა.

ევა ბოჭორიშვილმა ასევე სავაჭრო დეფიციტის გაუმჯობესებასა და ფულად გზავნილებში არსებულ დადებით დინამიკაზე ისაუბრა.

“ექსპორტი 3%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 12%-ით შემცირდა. ექსპორტში ისეთი საქონლის წილია გაზრდილი, რასაც საქართველოში ვაწარმოებთ, რაც თავის მხრივ უფრო მეტ დამატებულ ღირებულებას ქმნის. გამოვყოფდი ღვინის, სასუქების, ფეროშენადნობების და სპილენძის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასები გაიზარდა, ენერგომატარებლებზე შემცირება გვაქვს, თუმცა ჯამურად თებერვალში სავაჭრო დეფიციტი 21%-ით გაუმჯობესებული გვაქვს, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

მეორე პოზიტიური დინამიკა ფულად გზავნილებშია, რაც გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი ტემპით იზრდება. უკვე მეორე თვეა, რაც იტალია გზავნილებში პირველ ადგილზე გადავიდა. შემდგომ არის საბერძნეთი და აშშ, ხოლო ბოლო ადგილზეა რუსეთი, საიდანაც 12%-ით შემცირდა გადმორიცხვები”, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.