14.ივნისი .2020 15:55

Eventer.ge-ის სარჩელი Gem Fest-ის დამფუძნებლის წინააღმდეგ ისევ პროკურატურაშია

views 408
უკან

Eventer.ge-ის სარჩელი, რომელიც კომპანიამ Gem Fest-ის დამფუძნებლის წინააღმდეგ პროკურატურაში შეიტანა, ისევ თაროზეა შემოდებული.  როგორც BM.GE-ის Eventer.ge-ის დამფუძნებელმა შოთიკო გამიზარდაშვილმა განუცხადა, მიუხედავად არაერთ მცდელობისა, პროკურატურა მათთან კონტაქტზე არ გამოდის.

“გიორგი სიგუას წინააღმდეგ შესულ სარჩელთან დაკავშირებით თქვენთან ბოლო ინტერვიუს შემდეგ არაფერი შეცვლილა. პროკურატურის მხრიდან არანაირი გამოხმარურება არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უწყებას რამდენჯერმე დავუკავშირდით, ზარი კი უბრალოდ უპასუხოდ დარჩა. იმედი გავქვს, რომ ამ ქვეყანაში სამართალი აღდგება და საბოლოოდ სიმართლეს დავამტკიცებთ. ამ ქეისთან დაკავშირებით ამ ეტაპზე უძლურები, ხელფეხშეკრულები ვართ“-აცხადებს eventer.ge-ის დამფუძნებელი.

შეგახსნებთ, რომ Gem Fest-ის დამფუძნებელ გიორგი სიგუას თაღლითობის ბრალდებით კომპანია Eventer.ge-მ ჯერ კიდევ 2018 წელს უჩივლა. დავის საგანი Gem Fest-ის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხაა, რომლის ოდენობასაც Eventer.ge-ში არ აკონკრეტებენ. ფული კომპანიისთვის Gem Fest-ის ადმინისტრაციას უნდა დაებრუნებინა. Eventer.ge "ჯემ ფესტისთვის" ბილეთების რეალიზაციას ახდენდა, შემოსულ თანხებს კი ფესტივალის ორგანიზატორი კომპანიის ანგარიშზე რიცხავა. ფესტივალი ჩაიშალა, ბილეთების მფლობელების ნაწილს კი თანხები უკან არ დაბრუნებიათ, მათ შორის, არცერთი ბილეთის საფასური არ დაბრუნებიათ იმ პირებს, ვინც ბილეთები Eventer-ის საშუალებით შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა