სელექციურ კონტრაქტირებას მხარს ვუჭერთ, - ამის შესახებ “ევექსის ჰოსპიტლების” გენერალური დირექტორი გიორგი მინდიაშვილი აცხადებს.
კითხვაზე - უფრო სწორი ხომ არ იქნებოდა სახელმწიფოს ჯერ სელექციური კონტრაქტირება დაეწყო და შემდეგ გაეთანაბრებინა ტარიფები საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის, მინდიაშვილი ამბობს, რომ ახლა საუბარი იმაზე, თუ რა ჯობდა, ვარაუდებს უფრო ჰგავს და არასერიოზულია. მისივე თქმით, ზოგადად სელექციური კონტრაქტირება მომართულია პაციენტისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
“ეს გულისხმობს, რომ კონტრაქტი დაიდოს ისეთ კლინიკებთან, სადაც გაცილებით უფრო დაცული გარემოა, სადაც ადგილზევეა ხელმისაწვდომი აპარატურული თუ საექიმო რესურსი და არ სჭირდება ექიმს გამოძახება და ლოდინი ან კვლევაზე გადაყვანა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის უპირველეს ყოვლისა პაციენტისთვის ძალიან კარგი, ჩვენ ამ პროცესს ვემხრობით”,- აცხადებს გიორგი მინდიაშვილი.
არის თუ არა სელექციური კონტრაქტირებისას მონოპოლიების და ოლიგოპოლიების რისკი, გიორგი მინდიაშვილი პასუხობს, რომ ეს ემოციური განცხადებაა.
“სელექციური კონტრაქტირება რომ მოხდეს, ეს არ მოხდება ერთ და ორ კლინიკასთან. აქ ათეულობით კლინიკაზეა საუბარი. მულტიპროფილურ კლინიკებს უფრო დიდი შანსი აქვთ, თუმცა არ არის დღეს საქართველოში მულტიპროფილური კლინიკები ყველა ერთი გაერთიანების ქვეშ, ბევრი მულტიპროფილური კლინიკაა დღეს ცალკე მდგომი”, - აცხადებს გიორგი მინდიაშვილი.
ჯანდაცვის სისტემაში რეფორმა კლინიკებისთვის ფასების გათანაბრებასთან ერთად გულისხმობს სელექციურ კონტრაქტირებასაც ანუ სახელმწიფო მხოლოდ კონტრეტულ სამედიცინო დაწესებულებებთან გააფორმებს ხელშეკრულებას, რომლებიც სპეციალურ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ