მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევექსი ჰოსპიტლების“ წლიურმა მოგებამ 29,3 მლნ ლარი შეადგინა – კომპანიის ფინანსური ანგარიშგება

5f39034216339
თამთა ჯიჯავაძე
16.08.20 16:00
2530
სააქციო საზოგადოება „ევექსი ჰოსპიტლების“ 2019 წლის მოგებამ 29 305 000 ლარი შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში.

აღსანიშნავია, რომ „ევექსი ჰოსპიტლების“ 2018 წლის მოგება 17 647 000 ლარს შეადგენდა.

ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის შემოსავალი პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთის და ამორტიზაციის დარიცხვამდე (EBITDA) 2019 წელს იყო 82,332 000, მაშინ როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი 73,956 000 ლარს შეადგენდა.

სს „ევექსი ჰოსპიტლები“ არის 2014 წლის 1 აგვისტოს დაფუძნებული სააქციო საზოგადოება. კომპანია სამედიცინო მომსახურებას უწევს სტაციონარულ და ამბულატორიულ მომხმარებლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული საავადმყოფოებისა და კლინიკების ქსელის მეშვეობით.

2019 წლისა და 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ევექსის 100%-იანი წილის მფლობელი იყო სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, რომელიც არის ლონდონში დაფუძნებული საჯარო სააქციო საზოგადოება „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანია. "ევექსის" შედეგები კონსოლიდირდება საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ფინანსურ ანარიშგებებში.

2019 წლის 1 აპრილს მშობელმა კომპანიამ, საჯარო სააქციო საზოგადოება „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“, განაახლა თავისი ორგანიზაციული სტრუქტურა. სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ სამ სეგმენტად დაიყო: კლინიკებად, რომლებშიც შედის პოლიკლინიკები და ფართო პროფილის ამბულატორიული კლინიკები, და საავადმყოფოებად, რომლებშიც შედის რეფერალური ჰოსპიტალები, და დიაგნოსტიკურ ცენტრად, რომელშიც შედის საქართველოში, თბილისში, მდებარე ერთი მსხვილი ლაბორატორია. ბიზნესის გაყოფის შედეგად, სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსს“ სახელი გადაერქვა და ეწოდა სს „ევექსი ჰოსპიტლები“. ჩამოყალიბდა ახალი იურიდიული პირი სს „ევექსის კლინიკები“ და იგი ცალკე კომპანიის სახით ფუნქციონირებს. სს მეგალაბი, რომლის შედეგები ადრე კონსოლიდირებული იყო სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ფინანსურ ინფორმაციაში, ამჯერად წარმოადგენს განცალკევებულ იურიდიულ პირს და აღარ არის სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“/„ევექსი ჰოსპიტლების“ შემადგენელი ნაწილი.