27.ნოემბერი .2019 19:24

„ევექსი ჰოსპიტლებმა“ შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის რიგი კომპონენტები დატოვონ - განცხადება

views 4088
უკან

„ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალური დირექტორის გიორგი მინდიაშვილის შეფასებით, მთავრობის 520-ე დადგენილებაში, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, „ტექნიკური უზუსტობებია“.

ამის შესახებ მინდიაშვილმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმ გამოქვეყნებულ ფასებში, რაც დებულებაში შევიდა, იყო ტექნიკური უზუსტობები და ამის შესახებ სამინისტროს წერილობით ვამცნეთ. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ფასების გასწორება და შესაბამისობაში არ მოვა რეალობასთან, ჩვენ „ევექსი ჰოსპიტალებს“, სავარაუდოდ, მიგვიწევს დავტოვოთ საყოველთაო ჯანდაცვის რიგი კომპონენტები“, - აცხადებს მინდიაშვილი.

შეგახსენებთ, დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის ინიციატივით, დღეს ექიმებმა, კლინიკების მენეჯერებმა და დარგობრივმა ასოციაციებმა დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. სამედიცინო ინდუსტრიამ ღია წერილით უკვე მიმართა პრემიერს, ბიზნესომბუდსმენს და სხვა შესაბამის უწყებებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა