17.აგვისტო .2020 15:48

„ევექსის“ თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა – წყარო უცნობია

views 563
უკან

„ევექსის“ თანამშრომლის ინფიცირების წყარო უცნობია, - ამის შესახებ BM.GE-ს „ევექსის“ რეგიონულმა კოორდინატორმა, ტატო თოდუამ განუცხადა.  მისივე თქმით, მიმდინარეობს ეპიდემილოგიური კვლევა ინფიცირების წყაროს დასადგენად.

„გეგმიური შემოწმების შედეგად, ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსი. იდენტიფიცირებულია მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი და ისინი გადაყვანილი არიან კარანტინში, ნაწილი კი იზოლაციაში. თავად კლინიკაში ჩატარებულია დეზინფექცია და კლინიკა ჩვეულებრივ ფუნქციონირებს. კვლევს შედეგად მეტ მოქალაქეს ვირუსი არ დაფიქსირებია“, - განაცხადა მან.

თოდუას თქმით, ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ფილიალის მედპერსონალის წარმომადგენელია და პაციენტებთან შეხება ჰქონდა, თუმცა ეს ჯგუფი დადგენილია და დაავადება არსად გამოვლენილა.

„ევექსში“ მედპერსონალს რეგულარულად უტარდება კვლევები, ეს ხდება კვირაში ერთხელ. კორონავირუსის ეს ერთი შემთხვევა გვაქვს და იმედი გვაქვს, მეტი აღარ იქნება“, - აღნიშნა თოდუამ.