17.აგვისტო .2019 10:50

ევერესტის დასალაშქრად სპეციალური ცნობა იქნება საჭირო

views 310
უკან

ევერესტის დასალაშქრად ახალი რეგულაციები წესდება. დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე ასვლისთვის ერთგვარი "სიმაღლის მართვის მოწმობა" ხდება საჭირო - ინფორმაციას დასავლური მედია ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გადაწყვეტილება ნეპალის სამთავრობო კომისიამ მთის ექსპერტებსა და პოლიტიკოსებთან ერთად, დიდი ხნის დისკუსიის შემდეგ მიიღო. ახალი განკარგულება ძალაში უახლოეს მომავალში შევა.

იმისათვის, რომ მთამსვლელებმა ჯომოლუნგმაზე ასვლა მოახერხონ, ოფიციალური მტკიცებულება უნდა წარადგინონ, რომელიც მათ მიერ 6500 მეტრის სიმაღლის მწვერვალის დალაშქვრას ადასტურებს, სწორედ ამის შემდეგ, გაეცემათ ნებართვა ევერესტზე ასვლისთვის. ამას გარდა, ექსტრემალები უნდა აკმაყოფილებდნენ ნეპალის ხელისუფლების სხვა მოთხოვნებს; მათ ჯანმრთელობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარადგინონ და მწვერვალზე ნეპალელ გიდთან ერთად გაემგზავრონ.

ახალი რეგულაციებით ნეპალის მთავრობას ბოლო დროს მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე გახშირებული უბედური შემთხვევების აღკვეთა სურს.

დედამიწის უმაღლესი წერტილი - ევერესტი, რომლის სიმაღლე 8848 მეტრია, ჰიმალაიში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მდებარეობს.
პირველად ის 1953 წლის ინგლისელმა ექსპედიციის წევრებმა დაიპყრეს.