მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კერძო სტრუქტურა საჯაროზე მოქნილია" – HT SOLUTIONS

5f80607595c0c
ლიკა გურაბანიძე
09.10.20 21:30
1500

“საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის არის ის განსხვავება, რომ კერძო ბევრად მოქნილია,” - ამის შესახებ HT SOLUTIONS-ის კომერციულმა დირექტორმა მიხეილ კარდენახიშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.

მიხეილ კარდენახიშვილი განმარტავს, რომ დღეს IT ბაზარზე მეტი მოთხოვნა ინფრასტრუქტურის მიმართულებით არის, რადგან გამართული ინფრასტრუქტურა კომპანიების თითქმის 50%-ს არ აქვს.

“როდესაც კომპანია ბაზარზე შემოდის, ჯერ პირველ რიგში ინფრასტრუქტურა უნდა გამართოს, შემდეგ მის დაცვაზე და ტრანსფორმაციაზე უნდა იფიქროს.

ზოგადად თუ ვისაუბრებთ, ჩვენ კომპანიას ორი ვარიანტი აქვს. ერთი ის, რომ ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს და დამკვეთს ინფორმაციას გადავცემთ, ხოლო მეორე არის, როდესაც კომპანიები აუთსორსზე გვყავს და ჩვენი ინჟინრები მათ უსაფრთხოებას და დაცვას ემსახურებიან.” - აღნიშნა კარდენახიშვილმა.