მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EVEX-მა EBRD-ის მდგრადი განვითარების დაჯილდოებაში გაიმარჯვა

5eda1c89ad02f
შოთა ტყეშელაშვილი
05.06.20 14:17
953
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მდგრადი განვითარების მიმართულებით მის ბენეფიციარ ქვეყნებში საუკეთესო პარტნიორი ორგანიზაციები დაასახელა. EBRD-ის განმარტებით გამარჯვებულები სოციალური და გარემოს დაცვითი მიმართულებით გატარებული ზომების შეფასების შედეგად გამოვლინდნენ. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა "ოქროს ჯილდო" სწორედ სოციალური მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გამო მიიღო. 

EBRD-ის მმართველმა დირექტორმა, ალისტარ კლარკმა განაცხადა - "ეს ჯილდო ჩვენი კლიენტების მიერ გარემოს დაცვისა და სოციალური მიმართულებით მიღწეულ შედეგებს ასახავს."

გამარჯვებული კომპანიები შემდეგი მიმართულებით გამოვლიდნენ - განახლებადი ენერგია; კლიმატი; საუკეთესო სოციალური პრაქტიკა; გარემოს დაცვითი და სოციალური ინოვაცია; გენდერი და ინკლუზია. 

EVEX-ი სწორედ ამ უკანასკნელ კრიტერიუმში გახდა გამარჯვებული. 

EBRD-მა საქართველოში ჯანდაცვის სესრვისების უმსხვილეს კერძო პროვაიდერზე, EVEX-ზე $4 მილიონი დოლარის მოცულობის, ადგილობრივ ვალუტაში ნომინირებული სასესხო დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით თბილისში ახალი ლაბორატორიის მშენებლობა დაფინანსდა. 

EBRD-ის განცხადების მიხედვით, EVEX-ი ქვეყანაში საექთნო საქმიანობის განვითარებისთვის ზრუნავს და მათ შორის ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას და სექტორში, რომელშიც ტრადიციულად ქალები დომინირებენ, უფრო მეტი კაცის ჩართვას ცდილობს.