ევროპის მასშტაბით მიმდინარე მწვავე ეკონომიკური კრიზისისა და რუსული ენერგოგიგანტის, Gazprom-ის მიერ Nord Stream 1 მილსადენით ბუნებრივი აირის მიწოდების განუსაზღვრელი ვადით შეწყვეტის ფონზე, ევრო ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდული ტემპით უფასურდება და ამჟამად 20-წლიან მინიმალურ ნიშნულს აღწევს.
მიმდინარე მონაცემებით, საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ერთი ევროს სანაცვლოდ 0.9897 დოლარის შეძენაა შესაძლებელი, მკვეთრი გაუფასურების ტენდენცია კი გრძელდება.
ევროპის ენერგოუსაფრთხოების კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფნის ფონზე, ინვესტორებსა და ტრეიდერებს ევროკავშირის ეკონომიკის მიმართ პროგნოზები უუარესდებათ, რაც, თავის მხრივ, ვალუტის გაცვლით კურსზე ნეგატიურ ასახვას პოვებს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საკითხი. ჯექსონ ჰოულის ეკონომიკურ სიმპოზიუმზე აშშ-ის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფლაციის დასაძლევად, FED-ი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას განაგრძობს, კომიტეტის მომდევნო შეხვედრაზე კი რეფინანსირების განაკვეთი, სავარაუდოდ, დამატებით 75 საბაზო პუნქტით გაიზრდება.
როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი დაბალია, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება კი - არასტაბილური.
მართალია, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზო პუნქტით უკვე გაზარდა, თუმცა აღნიშნული გამკაცრების ტემპი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება FED-ის ტემპს, რაც ამერიკულ დოლარს ინვესტორთათვის უფრო მიმზიდველად აქცევს, ვიდრე ევროს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება